AI Adventures
ხელოვნური ინტელექტის კურსი III–VI კლასების მოსწავლეებისთვის.
კურსი მზადდება. თუ გსურთ, რომ თქვენი სკოლა საპილოტე სწავლებაში ჩაერთოს, წერილი გამოგზავნეთ მისამართზე info@studywithai.edu.ge.
რას ისწავლიან ბავშვები
ბავშვები გაიგებენ, როგორ სწავლობს კომპიუტერი მაგალითებით, რატომ ცდება და როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოდ. ისწავლიან თამაშით, ბარათებითა და მარტივი ექსპერიმენტებით.
მოდულები
III კლასი
„გავიცნოთ ჭკვიანი მანქანები“
10 გაკვეთილი
IV კლასი
„როგორ სწავლობს მანქანა“
10 გაკვეთილი
V კლასი
„მონაცემები და გადაწყვეტილებები“
12 გაკვეთილი
VI კლასი
„ვქმნით პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტს“
12 გაკვეთილი
უფროსი კლასებისთვის (VII–XII) კურსი შემდეგ ეტაპზე მომზადდება.
როგორ არის აწყობილი გაკვეთილი
- გაკვეთილი 45 წუთი გრძელდება.
- მასწავლებელს დეტალური გეგმა აქვს — ტექნიკური განათლება საჭირო არ არის.
- თითო გაკვეთილს ახლავს სლაიდები, სამუშაო ფურცელი, მოკლე ვიდეო და მოკლე შემოწმება.
- გაკვეთილების დაახლოებით ნახევარი კომპიუტერის გარეშე ტარდება.
ბავშვის უსაფრთხოება
- მოსწავლეს ანგარიში არ სჭირდება: აპლიკაციაში კლასის კოდითა და სახელით შედის.
- ენობრივ მოდელთან პირდაპირი წვდომა მხოლოდ მასწავლებელს აქვს.
- 16 წლამდე ბავშვის მონაცემები მხოლოდ მშობლის თანხმობით მუშავდება.
უფასოა
სახელმწიფო და კერძო სკოლებისთვის კურსი უფასოა.
ენები
კურსი ქართულ ენაზე მზადდება, შემდეგ — აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
საფუძველი
კურსის საფუძველია იუნესკოს მოსწავლეთა ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციების ჩარჩო და AI4K12-ის ხუთი დიდი იდეა.