პროექტის შესახებ — „ხალხის ხმა“

ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენების პოპულარიზაცია საქართველოში. ტექნიკურ პროგრესთან ფეხდაფეხ სიარული გვაიძულებს, შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი პროგრამები როგორც უმცროსკლასელებისთვის, ასევე უფროსკლასელებისთვისაც.

შემდეგ დაგვებადა იდეა, ადამიანებისთვის მარტივი მაგალითით გვეჩვენებინა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები: როგორ შეიძლება იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე მისვლა. ამიტომაც შეიქმნა პლატფორმა „ხალხის ხმა“. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, თვალნათლივ იხილოს, როგორ იქცევა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რთული, მაგრამ განხორციელებადი იდეა კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგად. სულ რაღაც ექვსი თვის წინ ეს შეუძლებელი იყო.

იდეა სამომავლო პერსპექტივის მქონე ნამდვილ პროექტად — სოციალურ პლატფორმად — იქცა. საქართველოს მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი აზრი ჩვენი ქვეყნის, მხარის, ქალაქის, რაიონის, ქუჩის, ეზოსა თუ სახლის გადასაჭრელი პრობლემების შესახებ.

პლატფორმა მოქალაქეებს დააკავშირებს შესაბამის უწყებებთან — იმ დაწესებულებებთან, რომლებიც კონკრეტულ სფეროში პრობლემის გადაჭრაზე არიან პასუხისმგებელი. მაგალითად: ქალაქის საკითხებზე — მერიასთან, სახლის მიმდებარე ქუჩის პრობლემებზე — რაიონის მუნიციპალიტეტთან, საქალაქთაშორისო გზების შესახებ — საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე კი — სასაზღვრო სამსახურთან.

როგორ მუშაობს

პირველი მაგალითი

სახლის წინ ორმოა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გამვლელებს ქუჩაში გადაადგილებაში ხელს უშლის. ადამიანს სამსახურისა თუ სხვა მიზეზების გამო ამ საკითხისთვის დრო არ რჩება. პლატფორმა დაეხმარება: მის ნაცვლად დაუკავშირდება შესაბამის უწყებას, გაუგზავნის სათანადოდ შედგენილ განცხადებას და პროცესს საბოლოო გადაწყვეტამდე მიადევნებს თვალს.

პრობლემასთან შეერთებისთვის კი მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერაა საჭირო — ამით მონაწილე განცხადებას საკუთარი სახელით გაგზავნის. რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება პრობლემას, მით უფრო სწრაფად მოგვარდება ის.

მეორე მაგალითი

თითოეულ მონაწილეს შეუძლია, კარგი ამბებიც გააზიაროს — მაგალითად, სახლთან ახალი საბავშვო მოედნის გახსნის ან პენსიის ზრდის შესახებ.

ჩვენი მიზანია, ადამიანებს ვაჩვენოთ, რისი მიღწევაა შესაძლებელი, როცა ხელოვნური ინტელექტი და მოქმედების სურვილი ერთმანეთს ხვდება.